წესები და პირობები

ჩვენი ონლაინ მაღაზია აფასებს ჩვენს ვებგვერდზე თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი პროდუქტების მიმართ იჩენთ.

კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ უზრუნველყოფს

  • თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვას
  • არ მოხდება თქვენი ინფორმაციის გასაჯაროება და არამართლზომიერად გამოყენება
  • დავიცავთ მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის და შეკვეთის განთავსების დროს რეგისტრირებულ ინფორმაციას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი). 
  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

ვებგვერდზე რეგისტრაციისას (ასევე შეკვეთის განხორციელებისას), საიტზე განთავსებული სამომხმარებლო წესების და პირობების გაცნობითა  თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.  თქვენ ასევე ადასტურებთ რომ, მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა

კომპანია უფლებას იტოვებს სიახლეებისა და ფასდაკლებების შეთავაზების მიზნით შეინახოს ან/და დაამუშაოს პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი და ელ-ფოსტა), რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ პირდაპირი მარკეტინგისათვის.

Drivestyle-სა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება

კლიენტს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

უნაღდო ანგარიშსწორებისას მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს სასურველი საბანკო ბარათი.

კომპანიის მესაკუთრეა - ი/მ მერაბი ლორთქიფანიძე (პ/ნ 37001008250)

მომხმარებლებს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება ოპერატორი ონლაინ ჩეთის ან/და სხვა საკომუნიკაცია სისტემის გამოყენებით. 

მიტანის პირობები

მისამართზე შეკვეთის ჩაბარება ხორციელდება შეკვეთისას მოწოდებული პირადი ინფორმაციის საფუძველზე როგორიც არის ტელეფონის ნომერი ,მიმღების სახელი,გვარი და მისამართი.

შეკვეთის თბილისში მიწოდება ხორიელდება იმავე დღესვე 20:00 საათის შემდგომ ან/და მეორე დღეს. ხოლო სხვა ქალაქებსა და რეგიონებში 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში (საქართველოს ფოსტის საშულებით)

თუ მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართი არასწორია ან/და ვერ ხერხდება მომხმარებელთან დაკავშირება შეძენილი ნივთი დაუბრუნდება კომპანიას.

დაბრუნებული ნივთი ინახება მანამ , სანამ არ მოხდება მომხმარებელთან დაკავშირება. მიწოდება კი  ხდება მომხმარებელთან დაკავშირების შემდეგ.

უკან დაბრუნებისას საკურიერო ხარჯების გაზრდის შემთხვევაში გადასახადი ეკისრება მომხმარებელს.

მიტანის სერვისით მომსახურების საფასური: თბილისი - 149 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში უფასო, ხოლო 149 ლარამდე  - 8 ლარი. სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში 14 ლარი. 

პროდუქციის შეძენის, გაცვლა/დაბრუნების პირობები:

  • საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დისტანციურად შეძენილი პროდუქცია ექვემდებარება დაბრუნებას  მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითარი ან საბანკო ამონაწერი) წარმოდგენის საფუძველზე.

  • დაბრუნებულ პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს იარლიყი მოხსნილი და არ უნდა იყოს დაზიანებული.თუ დაბრუნებული პროდუქტი მომხმარებლის მიერ არის დაზიანებული ან არ არის დაცული ზემოთ აღნიშნული წესები პროდუქტის დაბრუნება არ ხდება.

  • პროდუქტი იგზავნება შემოწმებული და ინახება პროდუქტის გამზადების ვიდეო მასალა.

  • შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ აღნიშნულ საკონტაქტო ინფორმაციით. წარმოგვიდგინეთ შეკვეთის ინფორმაცია და დამადასტურებელი დეტალები.

  • თანხის უკან დაბრუნება შეკვეთის დაბრუნებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში ხორციელდება.

  • ზომის არ მორგების შემთხვევაში შესაძლებელია ზომის გადაცვლა რისთვისაც უნდა მოგვმართოთ 14 დღის განმავლობაში,ამ შემთხვევაში პროდუქციის უკან დაბრუნებისა და ახალი პროდუქციის გაგზავნის ტრანსპორტირების ხარჯებს ანაზღაურებს მომხმარებელი,საყურადღებოა რომ არსებობს პროდუქციის ნაწილი ,რომელთა ზომის ცვლილება არ არის შესაძლებელი,რადგან შესაძლოა არ გააჩნდეს არსებულ მოდელს ზომები(მაგალითად კეპი,ქუდი და აქსესუარები) და ეს ინფორმაცია პროდუქტს აქვს დართული აღწერაში 

  • შეძენამდე სასურველია მომხმარებელმა წაიკითხოს პროდუქტის აღწერა და დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართოს ოპერატორს

  • სასურველი მოდელის რეალური ფოტო/ვიდეო მასალისთვის მიმართეთ           ოპერატორს ,რათა არ წარმოიშვას პროდუქტის მახასიათებლებთან                 დაკავშირებული პრობლემები. ვებსაიტიდან შეკვეთის გაფორმების                შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად თანხმობას აცხადებს აღნიშნულ წესებსა და პირობებზე
  • ვებსაიტიდან გაფორმებული შეკვეთის გასაუქმებლად მომხმარებელს შეკვეთის გაფორმებიდან აქვს 48 საათი ,რისთვისაც მომხმარებელმა უნდა მიმართოს ოპერატორს .გაუქმებული შეკვეთის შემდეგ თანხის დაბრუნება ხდება 5 სამუშაო დღის ვადაში შემკვეთი პირის საბანკო ანგარიშზე

  • ზემოთ აღნიშნული პირობების უგულებელყოფის შემთხვევაში კომპანია არ არის ვალდებულიპროდუქტის თანხის ანაზღაურების ან სხვა პროდუქტში გადაცვლაში.